Thursday, July 19, 2018

მეათე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 15.06.2018წ.
თემა: ნახევარფინალი
მიზანი: მოსწავლეები გაიხსენებენ და გამოავლენენ თავისუფალი გაკვეთილების განმავლობაში შეძენილ ცოდნას. პირველ ადგილზე გასული მოსწავლე დაჯილდოვდება წიგნითა და სერთიფიკატით, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული მონაწილეები კი მიიღებენ აღნიშნული კატეგორიის სერთიფიკატს. 
გაკვეთილის მსვლელობა: კლასის ორგანიზების შემდეგ დარიგდება ტესტები, სადაც შესულია მასალა განვლილ თავისუფალ გაკვეთილებზე განვლილი და შესწავლილი თემებიდან. ნაშრომების შეფასებას მოახდენს დამკვირვებელი სწორი პასუხების რაოდენობისა და ნამუშევრის ჩაბარების დროის მიხედვით. დასკვნით ნაწილში მოხდება გამარჯვებულების დაჯილდოვება.




მეცხრე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 14.06 2018წ.
თემა: არქეოლოგია- რას მოგვითხრობენ არტეფაქტები. 
მიზანი: მასწავლეებმა შეძლონ დისკუსიის წარმართვა  ნანახზე დისკუსიის წესების დაცვით, ერთმანეთის აზრების პატივისცემა და საერთო კონსესუსის მიღწევა.
გაკვეთილის მსვლელობა:  მოსწავლეებს ვაჩვენე რევაზ თაბუკაშვილის ფილმი „წმინდა ექვთიმე,“   ბავშვებში ინტერესი გამოიწვია ფილმის ჩვენებამ.  დისკუსიისათვის შეარჩიეს მათვიის ინტერესის შესაბამისი  თემა.
მოსწავლეებმა დისკუსიის დაწყებამდე შეიმუშავეს  ქცევის წესები,   (რომლებიც მოუსმენდნენ ერთმანეთს,  ყველას აზრს გაითვალისწინებდნენ არ გადაუხვევდნენ თემას) იმსჯელეს ქართული კულტურის მნიშვნელობაზე და მივიდნენ კონსისუსამმდე რომ თვითონაც და სხვებსაც მოუწოდონ ძველი კულტურული ძეგლების დაცვა- გადარჩენაზე, ამისათვის დაამზადებენ ბუკლეტებს და სოფლის მოსახლეობას დაურიგებენ.
შედეგი:. მოსწავლეებმა  გადაწყვეტილება მიიღეს გაუფრთხილდნენ და სხვებსაც მოუწოდონ თუ რა მნიშვნელობა აქვს კულტურულ ძეგლებს მომავლისათვის.



მერვე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 12.06.2018წ.
თემა: ამინდის გამოცნობა ხალხური მეთოდებით და ორიენტაცია ბუნებაში
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ამინდის გამოცნობის ხალხური მეთოდებსა და შეისწავლიან როგორ მოახერხონ ორიენტაცია ბუნებაში სხვადასხვა პირობებში.  
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ამინდის გამოცნობის ხალხური მეთოდებისა და სხვადასხვა პირობებში  ბუნებაში ორიენტაციის შესახებ; ისინი ჯგუფური მუშაობისას განიხილავენ და ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. განვლილი თავისუფალი გაკვეთილების თემატიკაზე დაყრდნობით შეარჩევენ მნიშვნელოვან კითხვებს ნახევარფინალის კონკურსისათვის და შექმნიან კედლის გაზეთს.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ამინდის გამოცნობის ხალხურ მეთოდებსა და შეისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახერხონ ორიენტაცია ბუნებაში სხვადასხვა პირობებში.  განიმტკიცეს ახალი და გაიაქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.



მეშვიდე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 08.06.2018 წ.
თემა: გამოჩენილი კომპოზიტორები და მუსიკალური შედევრები
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების მოკლე ბიოგრაფიებს, მოისმენენ მათ ცნობილ ნაწარმოებებს. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების შესახებ; ისინი ჯგუფური მუშაობისას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, განიხილავენ და ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. მოისმენენ ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების მოკლე ბიოგრაფიებს, მოისმინეს მათი ცნობილი ნაწარმოებები. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობისა და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.



მეექვსე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 07.06.2018 წ.
თემა: საქართველოს დამპყრობლები
მიზანი: 
მოსწავლეები  გაეცნობიან საქართველოს დამპყრობლები ისტორიას. რუკაზე ნახავენ მათი შემოსევის არეალს.  მოისმენენ და წაიკითხავენ ძველი დამპყრობელი იმპერიების სხვა სახელის მქონე მემკვიდრე ქვეყნების მოკლე აღწერას. იმსჯელებენ დამპყრობელზე, როგორც თავისი ქვეყნისათვის გმირ და საქართველოსთვის ზიანის მომტან პიროვნებაზე. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.

გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ცნობილი შემოსევებისა და დამპყრობლების შესახებ; ისინი ნახავენ მათი მოქმედების არეალსა და ისტორიის მიერ შემონახულ პორტრეტებს. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით.  ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. 



შედეგი: მოსწავლეები  გაეცნენ საქართველოს დამპყრობლების ისტორიას. რუკაზე ნახეს მათი შემოსევის არეალი.  მოისმინეს და წაიკითხეს ძველი დამპყრობელი იმპერიების სხვა სახელის მქონე მემკვიდრე ქვეყნების მოკლე აღწერა. იმსჯელეს დამპყრობელზე, როგორც თავისი ქვეყნისათვის გმირ და საქართველოსთვის ზიანის მომტან პიროვნებაზე. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის.






მეხუთე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 05. 06. 2018 წ. წ.
თემა: ხელოვნება- ცნობილი ქანდაკებები და ფერწერული ტილოები
მიზანი: 
მოსწავლეები  გაეცნობიან ცნობილი ქანდაკებების და ფერწერული ტილოების ისტორიას. ნახავენ მათ ამსახველ ვიზუალურ მასალას.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,კითხვა-პასუხის” მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ცნობილი ქანდაკებებისა და ფერწერული ტილოებისა და მათი ავტორების შესახებ; ისინი ნახავენ დოკუმენტურ ფილმს ცნობილი ხელოვნების ნიმუშების შესახებ. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით.  ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. 


შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქანდაკებების და ფერწერული ტილოების ისტორიას. ნახეს მათი ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.

სასარგებლო ბმულებიცნობილი ქანდაკებები ქანდაკებები,რომლებიც უნდა ნახოთ ქანდაკებები და ძეგლები  ტოპ-10 მსოფლიოს ყველაზე დიდებული ქანდაკება  15 ყველაზე უცნაური ქანდაკება მთელი მსოფლიოდან მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ქანდაკებები მერაბ ბერძენიშვილის 5 ყველაზე ცნობილი ქანდაკება გიგანტური ქანდაკებები  მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მხატვრები ყველა დროის, ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნახატები დიდი მხატვრები მსოფლიო მხატვრობა  ყველაზე ცნობილი მხატვრები  თანამედროვე ქართველი მხატვრები  ქართველი მხატვრები და მათი შედევრები   35 ცნობილი ნახატი 



მეოთხე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 31. 05.2018 წ.
თემა: ქართული ტრადიციული სამოსი

მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ტრადიციული სამოსის ისტორიას. ნახავენ ქართული ტრადიციული სამოსის ამსახველ ვიზუალურ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას.

გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ქართული ტრადიციული სამოსის შესახებ; ისინი ნახავენ დოკუმენტურ ფილმს ქართული ეროვნული სამოსის შესახებ. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ ჯგუფურად ,,ჯიგსოუს“ მეთოდით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.  

შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქართული ტრადიციული სამოსის ისტორიას. ნახეს ქართული ტრადიციული სამოსის ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა



მესამე გაკვეთილი


ჩატარების დრო 29. 05.2018 წ.

თემა: ნუმიზმატიკა- ქართული ფულის ისტორია

მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ფულის ისტორიას. ნახავენ დღემდე შემორჩენილი მონეტებისა და ბანკნოტების ამსახველ ვიზუალურ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.

გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ქართული ფულის შესახებ; გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ წყვილებში. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით.  ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.  
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქართული ფულის ისტორიას. ნახეს დღემდე შემორჩენილი მონეტებისა და ბანკნოტების ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაიაქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.


მეორე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 24.05. 2018 წ.
თემა: ისტორია- საქართველოს მეფეები

მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. გაააქტიურებენ წინარე ცოდნას  და გაამტკიცებენ ახალ მასალაზე მსჯელობისა, ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ მეფეებსა და მათ რეფორმებს; გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ ჯგუფურად. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. 

შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ დიდი ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. გაიაქტიურეს წინარე ცოდნა, განუმტკიცდათ ახალი მოძიებული მსალა ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილების პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული: მოსწავლეები კითხულობენ სტატიებს, ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტის მეშვეობით, დაიხმარენ მასწავლებლის მიერ ბლოგზე თემის ბოლოს მითითებულ სასარგებლო ბმულებს, მსჯელობენ და ნახევარფინალისა და ფინალისათვის საინტერესო კითხვებს ადგენენ.
    თავისუფალი გაკვეთილების თემები შერჩეულია საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან, არქეოლოგიიდან, ნუმიზმატიკიდან, მუსიკიდან, მხატვრობიდან,  კოსმოლოგიიდან და კინოხელოვნებიდან.
  აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს;  ისწავლიან ინფორმაციის საშუალებების გამოყენებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის.




პირველი გაკვეთილი


       ჩატარების დრო 22. 05.2018 წ.
თემა: კურსის შესავალი, გუნდების ფორმირება, თემების შერჩევა-დანაწილება, დავალებების მიცემა.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ თავისუფალი გაკვეთილების მიზანებს, მოსალოდნელ შედეგებსა და  სამოქმედო გეგმას. მათგან ფორმირდება გუნდები. დადგინდება შეხვედრის გრაფიკი.

გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი- ინტელექტუალური გაკვეთილების  საშუალებით ხელი შეეწყოს მონაწილეების ზოგადი განათლების დონის ამაღლებას. ვესაუბრე მათ მოსალოდნელ შედეგებზე, რომ ისინი აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს;  ისწავლიან ინფორმაციის საშუალებების გამოყენებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის. მათ წარვუდგინე საათობრივად გაწერილი სამოქმედო გეგმა. მოხდა კურსის შესავალი გუნდების ფორმირება.

შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ თავისუფალი გაკვეთილების მიზანებს, მოსალოდნელ შედეგებსა და  სამოქმედო გეგმას. მათგან მოხდა კურსის შესავალი გუნდების ფორმირება. სულ პროექტში ჩაერთოა 12  მოსწავლე: . შევათანხმეთ შეხვედრის გრაფიკი (სამშაბათი  ხუთშაბათი და პარასკები).