Thursday, July 19, 2018

მეშვიდე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 08.06.2018 წ.
თემა: გამოჩენილი კომპოზიტორები და მუსიკალური შედევრები
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების მოკლე ბიოგრაფიებს, მოისმენენ მათ ცნობილ ნაწარმოებებს. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების შესახებ; ისინი ჯგუფური მუშაობისას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, განიხილავენ და ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. მოისმენენ ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების მოკლე ბიოგრაფიებს, მოისმინეს მათი ცნობილი ნაწარმოებები. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობისა და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.



No comments:

Post a Comment