ჩატარების
დრო: 22. 05.2018
წ.
თემა: კურსის შესავალი, გუნდების ფორმირება, თემების შერჩევა-დანაწილება,
დავალებების მიცემა.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ თავისუფალი
გაკვეთილების მიზანებს, მოსალოდნელ შედეგებსა და სამოქმედო გეგმას. მათგან
ფორმირდება გუნდები. დადგინდება შეხვედრის გრაფიკი.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს გავაცანი პროექტის
მიზანი- ინტელექტუალური გაკვეთილების საშუალებით ხელი შეეწყოს მონაწილეების ზოგადი
განათლების დონის ამაღლებას. ვესაუბრე მათ მოსალოდნელ შედეგებზე, რომ ისინი
აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს; ისწავლიან ინფორმაციის საშუალებების
გამოყენებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის. მათ წარვუდგინე
საათობრივად გაწერილი სამოქმედო გეგმა. მოხდა კურსის შესავალი გუნდების ფორმირება.
შედეგი: მოსწავლეები
გაეცნენ თავისუფალი გაკვეთილების მიზანებს, მოსალოდნელ შედეგებსა და
სამოქმედო გეგმას. მათგან მოხდა კურსის შესავალი გუნდების ფორმირება. სულ
პროექტში ჩაერთოა 12 მოსწავლე: . შევათანხმეთ
შეხვედრის გრაფიკი (სამშაბათი ხუთშაბათი და
პარასკები).
No comments:
Post a Comment