Thursday, July 19, 2018

მეოთხე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 31. 05.2018 წ.
თემა: ქართული ტრადიციული სამოსი

მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ტრადიციული სამოსის ისტორიას. ნახავენ ქართული ტრადიციული სამოსის ამსახველ ვიზუალურ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას.

გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ქართული ტრადიციული სამოსის შესახებ; ისინი ნახავენ დოკუმენტურ ფილმს ქართული ეროვნული სამოსის შესახებ. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ ჯგუფურად ,,ჯიგსოუს“ მეთოდით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.  

შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქართული ტრადიციული სამოსის ისტორიას. ნახეს ქართული ტრადიციული სამოსის ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა



No comments:

Post a Comment