Thursday, July 19, 2018

მესამე გაკვეთილი


ჩატარების დრო 29. 05.2018 წ.

თემა: ნუმიზმატიკა- ქართული ფულის ისტორია

მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ფულის ისტორიას. ნახავენ დღემდე შემორჩენილი მონეტებისა და ბანკნოტების ამსახველ ვიზუალურ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.

გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ქართული ფულის შესახებ; გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ წყვილებში. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით.  ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.  
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქართული ფულის ისტორიას. ნახეს დღემდე შემორჩენილი მონეტებისა და ბანკნოტების ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაიაქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.


No comments:

Post a Comment