Thursday, July 19, 2018

მეორე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 24.05. 2018 წ.
თემა: ისტორია- საქართველოს მეფეები

მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. გაააქტიურებენ წინარე ცოდნას  და გაამტკიცებენ ახალ მასალაზე მსჯელობისა, ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ მეფეებსა და მათ რეფორმებს; გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ ჯგუფურად. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. 

შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ დიდი ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. გაიაქტიურეს წინარე ცოდნა, განუმტკიცდათ ახალი მოძიებული მსალა ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილების პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული: მოსწავლეები კითხულობენ სტატიებს, ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტის მეშვეობით, დაიხმარენ მასწავლებლის მიერ ბლოგზე თემის ბოლოს მითითებულ სასარგებლო ბმულებს, მსჯელობენ და ნახევარფინალისა და ფინალისათვის საინტერესო კითხვებს ადგენენ.
    თავისუფალი გაკვეთილების თემები შერჩეულია საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან, არქეოლოგიიდან, ნუმიზმატიკიდან, მუსიკიდან, მხატვრობიდან,  კოსმოლოგიიდან და კინოხელოვნებიდან.
  აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს;  ისწავლიან ინფორმაციის საშუალებების გამოყენებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის.




No comments:

Post a Comment