Thursday, July 19, 2018

მეექვსე გაკვეთილი


ჩატარების დრო: 07.06.2018 წ.
თემა: საქართველოს დამპყრობლები
მიზანი: 
მოსწავლეები  გაეცნობიან საქართველოს დამპყრობლები ისტორიას. რუკაზე ნახავენ მათი შემოსევის არეალს.  მოისმენენ და წაიკითხავენ ძველი დამპყრობელი იმპერიების სხვა სახელის მქონე მემკვიდრე ქვეყნების მოკლე აღწერას. იმსჯელებენ დამპყრობელზე, როგორც თავისი ქვეყნისათვის გმირ და საქართველოსთვის ზიანის მომტან პიროვნებაზე. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.

გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ცნობილი შემოსევებისა და დამპყრობლების შესახებ; ისინი ნახავენ მათი მოქმედების არეალსა და ისტორიის მიერ შემონახულ პორტრეტებს. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით.  ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. 



შედეგი: მოსწავლეები  გაეცნენ საქართველოს დამპყრობლების ისტორიას. რუკაზე ნახეს მათი შემოსევის არეალი.  მოისმინეს და წაიკითხეს ძველი დამპყრობელი იმპერიების სხვა სახელის მქონე მემკვიდრე ქვეყნების მოკლე აღწერა. იმსჯელეს დამპყრობელზე, როგორც თავისი ქვეყნისათვის გმირ და საქართველოსთვის ზიანის მომტან პიროვნებაზე. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის.






No comments:

Post a Comment